პირატული ვინდოუსების აქტივაციის პრობლემა UEFI BIOS მქონე დედა დაფებზე

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 12:28
UEFI სისტემაში ვინდოუსის დაყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს GPT-დისკი, მაგრამ ამ დროს ვინდოუსის გააქტიურება სხვადასხვა „კრეკებით" შეუძლებელია. პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა დისკი დაიყოს MBR ფორმატში, ამისათვის უნდა ჩავიტვირთოდ დისკიდან NON-UEFI რეჟიმში. ყველა UEFI გვაძლევს ამის საშუალებას, მაგალითი იხილეთ სურათზე:

 

პირატული ვინდოუსების აქტივაციის პრობლემა UEFI BIOS მქონე დედა დაფებზე

 

აქ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ სიდი-რუმი და არა UEFI სიდი-რუმი.

ასევე შეგვიძლია საერთოდ გავთიშოთ UEFI. იხილეთ მეორე სურათი:

 

პირატული ვინდოუსების აქტივაციის პრობლემა UEFI BIOS მქონე დედა დაფებზე

 

 

ამის შემდეგ ჩავდოთ ვინდოუსის დისკი, დავაყენოთ პირველ ჩამტვირთავად და გადავტვირთოდ კომპი. ფაილების კოპირების შემდეგ SHIFT+F10-ით გადავიდეთ პრძანებათა ველში და გამოვიძახოთ DISKPART-ი, რომლის საშუალებით დავყოფთ ვინჩესტერს.

გავაგრძელებთ ვინდის დაყენებას და როცა მივუთითებთ C დისკს, ის ავტომატურად წაიკითხება, როგორც MBR დისკი. ასე დაყენებული ვინდოუსის დაკრეკვა უკვე ადვილია.

 

დისკის დაყოფა და აქტივაცია DISKPART–ით

(თარგმნა ფორუმელმა Jules Winnfield, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი)

ჩავიტვირთოთ ვინდოუსის დისკიდან. ფაილების კოპირების შემდეგ, პირველივე ფანჯრის გამოჩენისას დავაწვეთ Shift+F10, გამოჩნდება ბრძანებათა ფანჯარა . ყოველი ბრძანების ჩაწერის შემდეგ დავაწვეთ Enter. (ჩასაწერი ბრძანებები გამოყოფილია განსხვავებული ფერით) გამოვიძახოთ Diskpart:

diskpart

გამოვიძახოთ დისკების სია

list disk

თუ მხოლოდ ერთი ვინჩესტერი გაქვთ გამოჩნდება მხოლოდ 1 დისკი - Disk 0 ვირჩევთ სასურველ დისკს (ამ შემთხვევაში Disk 0)

select disk 0

თუ დისკი გადაყვანილია MBR-ზე, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ სისტემური ნაწილის შექმნაზე. თუ გვინდა GPT-დან MBR-ზე გადაყვანა, შეგვყავს ბრძანება

clean

გადაგვყავს MBR-ზე

convert mbr

(თუ გვინდა პირიქით გადაკეთება, ანუ MBR-დან GPT-ზე, შეგვყავს ბრძანება convert gpt)

შევქმნათ სისტემური ნაწილი

create partition primary size=n

(სადაც n არის ნაწილის ზომა მეგაბაიტებში. მაგალითად თუ გინდათ რომ შექმნათ 100 გიგაბაიტიანი ნაწილი უნდა ჩავწეროთ size=100000. თუ ზომას არ მიუთითებთ, ნაწილი დაიკავებს დისკის მთლიან მეხსიერებას)

დავაფორმატოთ და დავარქვათ სახელი

format fs=ntfs label="System"

გავააქტიუროთ აღნიშნული ნაწილი

active

მივანიჭოთ სიმბოლო

assign letter=C

ახლა დარჩენილ ადგილზე შევქმნათ დამატებითი ლოგიკური ნაწილი

create partition extended

(ნაწილი დაიკავებს მთელ დარჩენილ მეხსიერებას)

შევქმნათ ლოგიკური ნაწილი

create partition logical

დავაფორმატოთ და დავარქვათ სახელი

format fs=ntfs label="Data"

მივანიჭოთ სიმბოლო

assign letter=D

(შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მიანიჭოთ სიმბოლო: E, F, G, H და ა.შ.)

დისკზე შექმნილია 2 ლოგიკური ნაწილი: C: System და D: Data

ამის შემდეგ გამოვიდეთ დისკებთან სამუშაო პროგრამიდან

exit

და გამოვიდეთ ბრძანებათა ფანჯრიდან

exit

ამის შემდეგ გავაგრძელოთ ინსტალაცია ჩვეულებრივ.

იხილეთ სტატიის ორიგინალი

UEFI ბიოსის შემთხვევაში ვინდოუსების დაყენების სრულიად ახალ ხერხს მიაგნო ფორუმელმა Davidgeo–მ ერთერთ უცხოურ ფორუმზე, სადაც ნაჩვენებია ასეთი ბიოსის დროს ჩამტვირთავი ფლეშკის მომზადების რამდენიმე გზა

იხილეთ ტუტორიალი

ტუტორიალში გამოყენებულია სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით მარტივად კეთდება ჩამტვირთავი ფლეშკა. ეს პროგრამა ყოველი შემთხვევისათვის ჩემს ბლოგზეც ავტვირთე.

UEFI ბიოსის დროს ვინდოუსის საინსტალაციო ფლეშკის გასაკეთებელი პროგრამა



 

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO