როგორც ვიცით ვინდოუს–8 გადაყენების შემდეგ აქტივაციას კარგავს. (აქტივაცია არ იკარგება აღდგენის დროს, ის შენარჩუნებულია). ხოლო გასაღების მოპოვება და მერე სკაიპით გააქტიურება, არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. არსებობს მარტივი ინსტრუქცია ლიცენზიის შესანარჩუნებლად. მე თვითონ დამჭირდა გამოყენება, ნამდვილად მუშაობს. ეს ინსტრუქცია ინგლისურიდანაა ნათარგმნი.
დავიწყოთ: 1. პირველ რიგში გამოვაჩინოთ დამალული ფაილები. სულ ადვილია, სურათს ნუ დამადებინებთ.
2. შემდეგ გადავიდეთ ამ მისამართზე: C:Windows.System32.spp და ვიპოვოთ ფოლდერი store. ამ ფოლდერში უნდა იყოს შემდეგი ფაილები data.dat, tokens.dat და ფოლდერი cache ფაილით cache.dat. სურათზეა ნაჩვენები:
სწორედ ეს ფოლდერი store გვჭირდება. კარგად შევინახოთ სადმე.
ამის შემდეგ აღარ უნდა გვეშინოდეს ვინდოუსის გადაყენების, აქტივაციას ადვილად აღვადგენთ:
გამოვიძახოთ ბრძანებათა ველი ადმინისტრატორის უფლებით Command Prompt as Administrator და შევიყვანოთ ბრძანება slmgr -upk ძველი გასაღების მოსაშორებლად. შემდეგ გადავტვირთოთ კომპი უსაფრთხო რეჟიმში Safe mode. (ბევრი რომ არ იწვალოთ msconfig–ით გააკეთეთ.) გადატვირთვის შემდეგ ისევ გახსენით ბრძანებათა ველი ადმინისტრატორის უფლებით და შეიყვანეთ ბრძანება net stop sppsvc , ეს საჭიროა თვითდაცვის შესაჩერებლად.
ახლა აღვადგინოთ ლიცენზია store ფოლდერის შეცვლით. შევიდეთ იგივე მისამართზე C:Windows.System32.spp და ჩავანაცვლოთ ჩვენს მიერ შენახული ფოლდერით, რომელიც შეიცავს ადრე მოპოვებულ ლიცენზიას.
ახლა აღარაფერში გვჭირდება Safe mode, ამიტომ დავუბრუნდეთ მორმალურ ბუთს. ისევ msconfig–ით დავუბრუნდებით. მივიღებთ ლიცენზირებულ ვინ8–ს.
თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ შეამოწმოთ slmgr -dli/dlv/xpr ბრძანებით. სულ ეს არის.