ფლეშკის აქტივაცია

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 11:55

ბევრი ახალბედა მომხმარებელი, რომლებიც ცდილობენ ვინდოუსის დაყენებას ფლეშკიდან აწყდებიან შემდეგ პრობლემას - ვინდოუსის საინსტალაციო ფაილების ფლეშკაზე გადატანის შემდედ ბიოსი საერთოდ ვერ აღიქვამს ასეთ ფლეშკას ჩამტვირთავად. ამ პრობლემის გამოსწორება ადვილია, უბრალოდ საჭიროა ფლეშკის აქტივაცია.

უამრავი პროგრამა თვითონ ააქტიურებს ფლეშკას. მე კი მინდა უნივერსალური ხერხი გაგაცნოთ, რომელიც ვინჩესტერის აქტივაციისათვისაც გამოგადგებათ. ეს არის პროგრამა DISKPART-ი, რომელიც ბრძანებათა ველიდან (CMD) გაეშვება.

ეს თემა, ალბათ, ყველა ენაზეა განხილული, მათ შორის ქართულადაც. მე კიდევ ერთხელ განვიხილავ. იხილეთ სურათი:

 

ფლეშკის აქტივაცია

 

 

ამ სურათზე ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც გავაკეთებ განმარტებას: სტარტიდან RUN; CMD; DISKPART-ის გაშვების შემდეგ გამოვაჩენთ (1) დისკებს და ავირჩევთ ფლეშკას (2). მე 30 გბ-იანი ფლეშკა მქონდა. გავასუფთავებთ (3) და შევქმნით პირველად განყოფილებას (4) და მასზე პირველ ნაწილს (5) ავირჩევთ, მას გავუკეთებთ აქტივაცია (6). ამის შემდეგ უნდა დავაფორმატოთ (7). აქ ორი ვარიანტია ან NTFS ან FAT32-ში უნდა დავაფორმატოთ. პრობლემების გამორიცხვის მიზნით მე ვარჩევ FAT32-ში დაფორმატებას. შემდეგ მივანიჭებთ რაიმე ასოს ASSIGN (სურათზე ნაჩვენები არაა (8)) და გამოვალთ პროგრამიდან EXIT ბრძანებით.

ახლა თქვენ უკვე გაქვს ჩამტვირთავი ფლეშკა, რომელზეც შეგიძლიათ გადაიტანოთ ვინდოუს 7-ის საინსტალაციო ფაილები და ბიოსში პირველ ჩამტვირთავად მითითების შემდეგ შეგიძლიათ დააინსტალიროთ ვინდოუსი.

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO