მწვანე ფოლდერები, ანუ გაუფრთხილებლობით სამუდამოდ დაკარგული ინფორმაცია.

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 13:08

ვინდოუსის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისება - დავმალოთ ინფორმაცია ფაილების დაშიფრვის საშუალებით, ზოგიერთი გამოუცდელი მომხმარებლისათვის უდიდეს თავსატეხად იქცევა, რადგან სამუდამოდ კარგავენ ოჯახურ ალბომებს და სხვა მეტად საჭირო ინფორმაციას. თანაც აზრზეც კი არ არიან, თუ როდის მოხდა ეს ამბავი. ჩვეულებრივ, როდესაც იწყებენ ინფორმაციის დამალვაზე ფიქრს, შედიან ფოლდერის თვისებებში, ატარებენ ექსპერიმენტებს და ისე შიფრავენ ფოლდერებს და ფაილებს, რომ წარმოდგენაც არ აქვთ რა ჩაიდინეს. გონიათ არაფერი გამოუვიდა და მალე ივიწყებენ თავიანთ ექსპერიმენტს.

შედეგები კი თავს ვინდოუსის გადაყენების შემდეგ იჩენს, რადგან მანამდე იმ ფოლდერებში თავისუფლად შედიოდნენ და ფაილებიც უპრობლემოდ იხსნებოდა, ამიტომ ყურადღებას არ აქცევდნენ მის მწვანე ფერს. ხოლო ვინდოუსის გამოცვლის შემდეგ ეს ფაილები გახსნაზე უარს ეუბნებიან, ითხოვენ სერთიფიკატს.

მომხმარებელმა არ იცის საიდან მოიტანოს ეს სერთიფიკატი, მან ხომ დაშიფრვისას ყურადღება არ მიაქცია გაფრთხილებას გასაღების ექსპორტის შესახებ, რომელმაც რამდენიმე წამით გაიელვა სტარტის ფანჯარაში. რომც მიექცია, მაინც ვერაფერს გააკეთებდა სპეციალური ბრძანების გარეშე.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ ახლა მოკლედ აღვწერო ფაილების დაშიფრვა, გასაღების შენახვა და ვინდოუსის გადაყენების შემდეგ მისი აღდგენა.

ვინდოუს 7-ის პროფესიონალს და უფრო მაღალ ვერსიებს აქვს საშუალება ფაილების დაშიფრვის NTFS ფაილურ სისტემაში. როგორც ავღნიშნე, თვითონ დაშიფრვის პროცესი ძალიან მარტივია. სურათზე ნაჩვენებია ეტაპები:

 

მწვანე ფოლდერები, ანუ გაუფრთხილებლობით სამუდამოდ დაკარგული ინფორმაცია.

 

 

შევდივართ ფოლდერის თვისებებში, დამატებაში, მოვნიშნავთ დაშიფრვას და ახალ ფანჯარაში მივუთითებთ ეს მოქმედება გავრცელდეს შიგა ფოლდერებზე და ფაილებზე. დათანხმების შემდეგ დაიწყება დაშიფრვის პროცესი. დამთავრებისას სტარტის ზოლში გამოვა გაფრთხილება გასაღების ექსპორტის შესახებ.

გასაღების ექსპორტი კი შემდეგნაირად ხდება: Start>Run>sertmgr.msc

 

მწვანე ფოლდერები, ანუ გაუფრთხილებლობით სამუდამოდ დაკარგული ინფორმაცია.

 

 

დათანხმების შემდეგ გამოვა ახალი ფანჯარა

 

მწვანე ფოლდერები, ანუ გაუფრთხილებლობით სამუდამოდ დაკარგული ინფორმაცია.

 

 

ავირჩევთ Personal გამოჩნდება გასაღები, მარჯვენა ღილაკით ავირჩევთ All Tasks და ვაკეთებთ Export.. დაეთანხმები და მონიშნავ Yes, export the private key. ამის შემდეგ დაპაროლებულს შეინახავ სხვა დისკზე ან ფლეშკაზე. (ყურადღება მიაქციეთ, რომ გასაღებს აქვს გაფართოება .pfx) ვინდოუსის გადაყენების შემდეგ ამ გასაღების აღდგენა მოგვიწევს ახალ ვინდოუსზე.

დავიწყოთ აღდგენა: ისევ Start>Run>sertmgr.msc და გამოსულ ფანჯარაში

 

მწვანე ფოლდერები, ანუ გაუფრთხილებლობით სამუდამოდ დაკარგული ინფორმაცია.

 

 

სერტიფიკატს მარჯვენა ღილაკით ვაკლიკებთ ვიწყებთ იმპორტს. მოვძებნით შენახულ გასაღებს (იმედია პაროლი გახსოვთ), თუ უცებ ვერ დაინახავთ, გული არ გაგისკდეთ, გაფართოებაში აირჩიეთ ან All Files ან .pfx და დაინახავთ თქვენ გასაღებს. ახლა კი თავისუფლად გახსნით ყველა ფაილს.

იმედია გასაგებად ავხსენი დაშიფრვა-განშიფრვა.

P.S. მასალების მოგროვებისას წავაწყდი ერთ მეთოდს, რომელიც ამ დაშიფრულ ფაილებს გახსნის. მანამდე მეც სხვებივით ვამტკიცებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამ მეთოდს ჩემთვის დავიტოვებ, თორემ გამოვა რომ სულ ტყუილა დავწერე ამხელა სტატია.

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO