IP კამერების ინსტალაცია ლოკალურ ქსელში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
ყველა ნორმალურ IP კამერას თან მოყვება საინსტალაციო დისკი. ამ დისკზე არის როგორც ინსტრუქცია, ასევე ყველა საჭირო პროგრამა. როგორც წესი მწარმოებელი ამ პროგრამას თავისუფლად არ ავრცელებს, ამიტომ დისკს უნდა გავუფრთხილდეთ.
ახლა საქმეზე გადავიდეთ. ძირითადად უმეტეს IP კამერას განსაზღვრული აქვს საკუთარი IP–მისამართი, რომელიც ინსტრუქციაშია მითითებული. მე შემხვდა ისეთი IP კამერაც, რომელსაც მისამართი განსაზღვრული არ ქონდა და ჩართვის მომენტში აიღო ქსელიდან.
IP კამერის კონფიგურაცია ორი გზითაა შესაძლებელი: ბრაუზერიდან და მოყოლილი სამართავი პროგრამიდან.
ზოგ შემთხვევაში ბრაუზერიდან სრული კონფიგურაცია ხდება, ზოგჯერ კი მხოლოდ ნაწილობრივი.
Brickcom-iCam–ის შემთხვევაში ჯერ ბრაუზერიდან ხდება კონფიგი და მერე გრძელდება სამართავი პროგრამიდან. ასე მაგ; ბრაუზერიდან ვერ მიუთითებ ჩასაწერ დისკს.
ინსტალაცია იწყება ბრაუზერში Activ X–ის დაყენებით. ზოგს მისი პროგრამა მოყვება, ზოგსაც მხოლოდ ინსტრუქცია. სამართავი პროგრამა უმეტეს შემთხვევაში ლოკალურ სერვერს აყენებს.
კონფიგურაცია იწყება ლოკალური მისამართს გაწერით, შემდეგ მივუთითებთ ჩაწერის ადგილს ვინჩესტერზე, თითოეული ფაილის ზომას ან ჩაწერის დროს, კადრის ზომას, აუდიოს და ა.შ.
როგორც წესი მოყვება ფაილის კონვერტაციის პროგრამა, ჩვეულებრივმა ფლეერმა რომ გაუშვას.
ყველა კამერას აქვს მოძრაობის დაფიქსირების და შეტყობინების ფუნქცია. ინტერნეტიდან დაკვირვების შესაძლებლობა.
მაგალითისთვის მოვიყვან ზემოთ ნახსენები კამერის ბრაუზერში კონფიგის სურათს
ამ სურათზე კი მისი სამართავი პროგრამაა