უეფი ბიოსი

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 12:10
ძველი ბიოსი შთამომავალი UEFI მრავალ სიახლესთან ერთად ბევრ პრობლემებსაც გვიქმნის. თთქმის 30 წლის წინათ შექმნილი BUIS–ი უკვე რელიქვიად ითვლება, მაგრამ ბოლო დრომდე მისი ღირსეული შემცვლელი ვერ მოიძებნა. აბრევიატურა UEFI ასე გაიშიფრება – Unified Extensible Firmware Interface და კომპის ჩატვირთვისას არაფერი საერთო არ აქვს ტრადიციულ ბიოსთან. მაშინ,როდესაც ტრადიციული ბიოსი ჩაშენებულია სპეციალურ ბიოსის ჩიპში და დამაგრებულია დედა დაფაზე, UEFI სისტემა ადვილად პროგრამირებადია და შეიძლება ფიზიკურად სხვადასხვა ადგილზე იყის. ასეთი მიდგომის გამო UEFI წარმოადგენს დამოუკიდებელ ოპერაციულ სისტემას და კომპის ჩართვისას ჯერ ჩაიტვირთება ეს ოპერაციული სისტემა, და მისი საშუალებით გაიშვება ძირითადი ოპერაციული სისტემა. UEFI–ის მსგავსება დამოუკიდებელ ოპერაციულ სისტემასთან აშკარაა, რადგან მას ჩამტვირთავის გარდა უამრავი ფუნქცია აქვს ტესტირების, სამუშაო სერვისების, დრაივერების და თამაშებიც კი აქვს. UEFI–ს ფსევდო ოპერაციული სისტემას უწოდებენ, თუმცა მას აქვს წვდომა კომპის აპარატურ უზრუნველყოფასთან და შეუძლია დამოუკიდებლად გავიდეს ინტერნეტში და სისტემის სარეზერვო ასლიც გააკეთოს. ამ ყველაფერს გრაფიკულ ინტერფეისში აკეთებს.

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO