Wi-Fi ქსელის დაცვა MAC ფილტრაციის საშუალებით

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 11:44

ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ვაიერლეს ქსელის დაცვის კიდევ ერთ ხერხზე. როგორც ვიცით არსებობს ტექნოლოგიები უკაბელო ქსელის პაროლის გასატეხად. მართალია ამ ტექნოლოგიების გამოყენებას საკმაო ცოდნა ჭირდება, მაგრამ ზოგიერთები მაინც ახერხებენ გამზადებული სკრიპტების და ლინუქსის საშუალებით პაროლების მოპოვებას. ახლა გაჩვენებთ ქსელის დაცვის დამატებით მეთოდს, რომელსაც რატომღაც ნაკლებად იყენებენ.

ეს გახლავს როუტერის საშუალებით თეთრი ან შავი სიის შექმნა MAC მისამართების საშუალებით. ჩვენ შევქმნით თეთრ სიას, ანუ ჩამოვწერთ იმ მოწყობილობების MAC მისამართებს, რომელთაც უფლება ექნებათ გავიდნენ ინტერნეტში ჩვენი როუტერის საშუალებით. MAC მისამართის გაგება წინა სტატიაში ავღწერე და აღარ გავიმეორებ.

მაშ ასე, დავიწყოთ. იმედია თქვენ როუტერის კონფიგურაციაში როგორ შეხვიდეთ იცით. გადადით Wireless განყოფილებაში (სურათზე 1–იანი) და აირჩიეთ (2) Wireless MAC Filtering, შემდეგ გააქტიურეთ (3) და მონიშნეთ (4) Allow …. სურათზე ყველაფერი მინიშნებულია რიცხვებით .

 

Wi-Fi ქსელის დაცვა MAC ფილტრაციის საშუალებით

 

 

ამ მანიპულაციების შემდეგ დააკლიკეთ Add New.. და გადახვალთ ახალ ფანჯარაში.

 

Wi-Fi ქსელის დაცვა MAC ფილტრაციის საშუალებით

 

 

სწორედ აქ უნდა შეიყვანოთ MAC მისამართი (1), Description–ში (2) ლეპტოპის IP ჩავწერე, ხოლო Status გააქტიურებული (3). შევინახოთ (4) Save ეს კონფიგურაცია და დავტოვოთ ზოგიერთები პირში ჩალაგამოვლებული.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

ეს ყველაფერი ან დესკტოპ–კომპიდან უნდა გავაკეთოდ, ან ლეპტოპი კაბელით უნდა გვქონდეს შეერთებული როუტერთან, თორემ MAC მისამართი თუ შეგვეშალა, ჩვენ თვითონ დავრჩებით პირში ჩალაგამოვლებული.

 

   ფორუმელი    cixe78-ის თხოვნით აქვე გიჩვენებთ ვიდეოს, სადაც ავტორი როუტერის საშუალებით აკეთებს ინტერნეტის შეზღუდვას მომხმარებლებზე 

 


 

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO