კომპზე MAC მისამართის კლონირება

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 10:53

ქსელის ყველა ადაპტერს გააჩნია უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელსაც ფიზიკური მისამართი, ანუ MAC მისამართი ქვია. ამ მისამართს დამამზადებელი ანიჭებს და ფიზიკურად მისი შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ დროებით, პროგრამულად თავისუფლად შეიძლება მისი შეცვლა.

დედა დაფაზე ინტეგრირებული ადაპტერის MAC მისამართს ადვილად შევცვლით ვინდოუსიდან. სურათზე მითითებულ ადგილზე უნდა ჩასვათ მიტყუპებულად.

 

კომპზე MAC მისამართის კლონირება

 

 

ზოგისთვის ეგ ამბავი ჩინურია და ამიტომ მოიგონეს პროგრამა, რომელიც სულ მარტივად შეგიცვლის MAC მისამართს. (სამწუხაროდ ეს პროგრამა ყველა ოპერაციულ სისტემაზე არ მუშაობს)

პროგრამას აქედან ჩამოტვირთავთ: k-mac

მისი მოხმარება სულ ადვილია. ფაილის გაშვებისთანავე გამოვა ფანჯარა

 

კომპზე MAC მისამართის კლონირება

 

 

სადაც აირჩევთ ქსელის კარტას და მაშინვე გამოჩნდება რეალური მისამართი და ის უჯრაც, საიდანაც მისი შეცვლაა შესაძლებელი:

 

კომპზე MAC მისამართის კლონირება

 

 

ჩაწერთ ახალ მისამართს და Apply.

ახლა მეტყვით, რა საჭიროა ამდენი წვალება, რაში მჭირდება ეგ ცვლილებაო. პასუხი: კავკასუსის ლინკის ინტერნეტი MAC მისამართზეა მიბმული და როუტერის გარეშე მხოლოდ ერთი კომპის ჩართვა შეიძლება. ხოლო სხვა კომპზეც თუ გინდა ინტერნეტი, მაშინ ამ კომზე სწორედ იმ მუშა კომპის MAC–ი უნდა გაწერო.

როგორ ვიპოვოთ? სხვადასხვა მეთოდებიდან უმარტივეს შემოგთავაზებთ:

Run>cmd>ipconfig /all გამოსულ ფანჯარაში მოვძებნით Physical Address–ს. სურათს ჩემი კომპისას დავდებ, სხვა სტატიიდან: ესაა 00-26-5A-6C-1B-5B.

 

კომპზე MAC მისამართის კლონირება

 

 

რაც შეეხება როუტერებზე MAC–ის კლონირებას, დასაწერი არაფერია, თუმცა ერთერთ სტატიაში ისიც მაქვს განხილული.

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO