ვაიფაი როუტერის ჩართვა “აქსეს პოინტად“ (Access Point) DSL-ინტერნეტის დროს.

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 10:11

როცა გვაქვს DSL-ინტერნეტი, ანუ ინტერნეტს ვღებულობთ ტელეფონის ხაზით, რომელზეც მიერთებულია მოდემ–როუტერი და გვინდა მასზე მივაერთოდ ვაიფაი როუტერი, ვდგებით დილემის წინაშე: როგორი სქემით ჩავრთოდ ეს მეორე როუტერი. კაბელი შევაერთოდ Ethernet თუ Lan პორტში.

ამ შეერთებაზეა დამოკიდებული ეს მეორე როუტერი იმუშავებს "აქსეს პოინტად" თუ ჩვეულებრივ როუტერად.

მე რაც ლიტერატურა ვნახე, უპირატესობას ანიჭებენ "აქსეს პოინტს", თუმცა ორივენაირი ჩართვა შესაძლებელია. მე პრობლემა არ მქონია, მაგრამ ამბობენ რომ DVR–ს და IP–კამერას ორი როუტერის გავლა არ მოსწონს, როცა ინტერნეტიდან გვინდა კონტროლი.

აქ განვიხილავ "აქსეს პოინტად" ჩართვას. (მეორე შემთხვევა სხვა სტატიაში უკვე განვიხილე). დავხედოთ სურათს და ავხსნათ ძირითადი მომენტები.

 

ვაიფაი როუტერის ჩართვა “აქსეს პოინტად“ (Access Point) DSL-ინტერნეტის დროს.

 

 

ინტერნეტი შემოდის პროვაიდერის მიერ დადგმულ მოდემ–როუტერში, იქედან (Lan პორტიდან) გამოსული კაბელი მეორე როუტერის ასევე Lan პორტში უერთდება. დანარჩენ Lan პორტში შეგვიძლია შევაერთოდ კომპები, სვიჩი და ა.შ.

ახლა გადავიდეთ მთავარზე, როუტერის და კომპების კონფიგურაციაზე. ვაიფაი როუტერი ამოვრთოდ ქსელიდან და მივაერთოდ ერთერთ კომპს. ანუ გვაქვს მხოლოდ როუტერი და კომპი ერთმანეთთან კაბელით დაკავშირებული. დავხედოთ როუტერს, უკანა მხარეს პაროლი და მისი საკუთარი IP უნდა ეწეროს, ჩვეულებრივ 192.168.0.1, თუმცა შეიძლება სხვაც იყოს.

როუტერში შესასვლელად კომპსაც იგივე ქსელის დიაპაზონიდან უნდა მივანიჭოთ IP. მაგ; 192.168.0.2. იმედია იცით ეს როგორ გავაკეთოდ. თუ არა, მაშინ ზოგად სურათს დავდებ, სადაც ციფრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ჩემ კომპს გადავუღე და მე სულ სხვა ქსელი მაქვს.

 

ვაიფაი როუტერის ჩართვა “აქსეს პოინტად“ (Access Point) DSL-ინტერნეტის დროს.

 

 

აქ მხოლოდ IP – 192.168.0.2 და Subnet mask – 255.255.255.0 შეიყვანთ.

ამის შემდეგ ნებისმიერ ბრაუზერში ავკრიფავთ 192.168.0.1 –ს, გამოსულ ფანჯარაში ჩავწერთ იუზერს admin და პაროლსაც admin. ეს უმეტეს შემთხვევაში.

შევალთ როუტერში. აქ პირველ რიგში Lan განყოფილება გვაინტერესებს, სადაც უნდა შევცვალოთ როუტერის საკუთარი IP. ის უნდა გადავიყვანოთ იმ ქსელში, რომელშიც მოდემ–როუტერია, მაგრამ არ უნდა ემთხვეოდეს მის Default gateway–ს. როგორც წესი 192.168.0.1 ან 192.168.1.1–ია.

მაგის გაგება სულ მარტივად ხდება. მოდემ–როუტერს მივაერთებთ კომპს (ჩართული ინტერნეტის დროს) და Run>cmd>ipconfig /all გამოსულ ფანჯარაში მოვძებნით Default gateway–ს. სურათს ისევ ჩემი კომპისას დავდებ:

 

ვაიფაი როუტერის ჩართვა “აქსეს პოინტად“ (Access Point) DSL-ინტერნეტის დროს.

 

 

თუ აქ 192.168.1.1 აღმოჩნდა, მაშინ როუტერს 192.168.1.50 მიანიჭე. შეინახე და გადატვირთე. როგორც კი გადატვირთავ კომპსა და ვაიფაი როუტერს შორის კავშირი გაწყდება. პანიკაში ნუ ჩავვარდებით. კომპს უკვე ამ ქსელიდან მიანიჭე IP 192.168.1.2, ხოლო ბრაუზერში როუტერის ახალი IP აკრიფე 192.168.1.50. ისევ იქ მოხვდებით.

გადადით ვაიერლეს განყოფილებაში და ამ სტატიის მიხედვით სტატია დააკონფიგურე. და ბოლოს აუცილებლად გათიშედ DHCP სერვერი. ახლა ისევ ააწყვეთ ქსელი პირველი სურათის მიხედვით და ყველა კომპს და ლეპტოპს სტატიკური IP გაუწერეთ.

მისამართებს ასე გავუწერთ: IP address: 192.168.1.2 Subnet mask: 255.255.255.0 და Default gateway: 192.168.1.1. Preferred DNS server: 8.8.8.8 და პროვაიდერის, რომელსაც ბოლო სურათზე იპოვი. დანარჩენ კომპებში მხოლოდ 192.168.1.X ბოლო X რიცხვი იცვლება, რომელიც 3–დან 254–მდე შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა 50–ისა(როუტერისაა).

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO