კავკასუს ლინკი და ლოკალური ქსელი (როცა არ გვაქვს როუტერი, მაგრამ სახლში გვაქვს უსარგებლო პენტიუმ–3 ან უფრო უარესი კომპი)

ავტორი: admin თარიღი 20-07-2015, 09:58

როგორც ვიცით კავკასუს ლინკის ინტერნეტი MAC მისამართზეა მიბმული, ამიტომ როუტერის გარეშე ერთზე მეტ კომპზე ინტერნეტის მიღება პრობლემურია. არსებობს მარტივი გამოსავალი: ძველი კომპი, სვიჩი და დამატებითი ქსელის კარტა (მეორადს ძალიან იაფად, ან უფასოდაც იშოვით).

დავხედოთ სურათს, სადაც გარედან შემომავალი ინტერნეტის კაბელი შედის ძველი (ახალიც შეიძლება) კომპის ქსელის ინტეგრირებულ ადაპტერში, ხოლო მეორე კაბელი გამოდის ქსელის სხვა ადაპტერიდან (არაინტეგრირებული, PCI პორტში ჩასმული). ეს კაბელი ან პირდაპირ მეორე კომპს უერთდება, ან სვიჩს. სვიჩზე კი სხვა კომპებია მიერთებული.

 

კავკასუს ლინკი და ლოკალური ქსელი  (როცა არ გვაქვს როუტერი, მაგრამ სახლში გვაქვს უსარგებლო პენტიუმ–3 ან უფრო უარესი კომპი)

 

 

ამ სქემამ რომ იმუშაოს, ძველ კომპში საჭიროა ქსელის პირველი კარტა (სადაც ინტერნეტი შედის) გავაზიაროთ, რომ მეორე კარტის დახმარებით მთელი ლოკალური ქსელი ინტერნეტში გავიდეს.

 

კავკასუს ლინკი და ლოკალური ქსელი  (როცა არ გვაქვს როუტერი, მაგრამ სახლში გვაქვს უსარგებლო პენტიუმ–3 ან უფრო უარესი კომპი)

 

 

გაზიარება მარტივად ხდება: შევდივართ კარტის (ადაპტერის) თვისებებში, ვპოულობთ ღილაკს Sharing, მოვნიშნავთ თოლიას ნების დართვის შესახებ და ვაკლიკებთ. შემდეგ ახალ გახსნილ ფანჯარაში ყველა თოლიას სათითაოდ მოვნიშნავთ. გადავტვირთოდ კომპი და შევამოწმოთ მეორე ადაპტერი, სადაც შემდეგ სურათზე ნაჩვენები სურათის მსგავსი კონფიგურაცია უნდა მივიღოთ.

 

კავკასუს ლინკი და ლოკალური ქსელი  (როცა არ გვაქვს როუტერი, მაგრამ სახლში გვაქვს უსარგებლო პენტიუმ–3 ან უფრო უარესი კომპი)

 

 

აქ ყურადღება მივაქციოთ, რომ მხოლოდ IP address და Subnet mask გვქონდეს. თუ სხვა მონაცემებიც გამოჩნდა, ეს ნიშნავს რომ არასწორად გავაზიარეთ. აიპი მისამართში 0–ის ნაცვლად სხვა რიცხვი შეიძლება ეწეროს, დანარჩენი რიცხვები უნდა ემთხვეოდეს მოცემულ სურათს.

ახლა შეგვიძლია ლოკალური ქსელის კომპები დავაკონფიგუროთ. აქ ყველა მისამართი ხელით უნდა გაიწეროს, რადგან ამ მეთოდის ნაკლი ისაა, რომ არ გვაქვს DHCP სერვერი და IP–ს მინიჭება ავტომატურად არ ხდება. მცირე ქსელისთვის ეს არც თუ ისე ძნელია.

მისამართებს ასე გავუწერთ: IP address: 192.168.0.2 Subnet mask: 255.255.255.0 და აუცილებლად Default gateway: და Preferred DNS server: 192.168.0.1 დანარჩენ კომპებში მხოლოდ 192.168.0.X ბოლო X რიცხვი იცვლება, რომელიც 3–დან 254–მდე შეგიძლიათ აირჩიოთ.

აქვე შევნიშნავ, რომ თუ ძველი კომპის ნაცვლად თუ ნოუთბუკს გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვაი–ფაი გავავრცელოთ ე.წ. AD Hoc–ის გამოყენებით.

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO