კავკასუსის ტელევიზია და ვაიფაი ინტერნეტი

ავტორი: admin თარიღი 8-06-2015, 17:36

(ამ კონფიგის მეორე ნაწილი ზოგადია და ყოველთვის გამოგვადგება)

ვისაც კავკასუსის ტელევიზია და ინტერნეტი აქვს ხშირად ექმნებათ პრობლემა ორი კომპიუტერის, ან ლეპტოპის და კომპის ჩართვისას. აქ ამ პრობლემის გადაჭრაზე ვისაუბრებ.

ჩვეულებრივ კავკასუსი ტელევიზიის დამატებისას ან თავის სვიჩს აყენებს, ან თავის როუტერს, რომელსაც არ აკონფიგურებს და სვიჩად იყენებს. ამ დროს სვიჩიდან ორი კაბელი გამოდის: ერთი უერთდება ტელევიზორის რესივერს, მეორე კი კომპიუტერს. თუ ამ სვიჩზე მეორე კომპს მივაერთებთ, ინტერნეტს ვერ მივიღებთ (თუმცა შეგვიძლია აქაც მივიღოთ ინტერნეტი, მაგრამ არ ღირს – გაგაწამებთ). ხოლო თუ ლეპტოპიც გვაქვს სახლში, საერთოდ გადაუჭრელი პრობლემა იქმნება ვაიფაისთან დაკავშირებით.

იმათ, ვისაც გაუმართლა და კავკასუსმა როუტერი ათხოვა დროებით, მცირე დანახარჯებით შეუძლიათ რამდენიმე კომპი და ლეპტოპი ჩართოს ინტერნეტში. ამისათვის მხოლოდ იაფფასიანი სვიჩის შეძენა მოუწევს და ამ სტატიის ბოლომდე წაკითხვა.

ჯერ სურათს დახედეთ და მერე ერთად დავაკონფიგუროთ მოცემული ქსელი.

 

კავკასუსის ტელევიზია და ვაიფაი ინტერნეტი

 

 

მაინც განვმარტავ, რასაც სურათზე ხედავთ: ქუჩიდან შემომავალი კაბელი უერთდება თქვენს მიერ ნაყიდ სვიჩს, იქედან ერთი ტელევიზორისკენ მიემართება, მეორე კი კავკასუსის როუტერისკენ. კაბელი აუცილებლად ეზერნეტ (ვან) პორტში უნდა შევაერთოდ და ის თავის სტატუსზე აღდგება (როუტერად). შემდეგ როუტერის ნებისმიერი თავისუფალი ლან პორტ(ებ)იდან კაბელი კომპ(ებ)ისკენ მიემართება. ლეპტოპი კი მშვიდად იღებს ინტერნეტს ვაიფაი ტალღების საშუალებით. ეს ნახაზი რომ რეალობად ვაქციოთ სულ მცირე გარჯა დაგვჭირდება – როუტერის კონფიგურაცია.

მოდი ეს საკითხი ჩემს საყვარელ ტპ–ლინკის მოდელზე განვიხილოთ. ჯერ დროებით სვიჩიდან მომავალი კაბელი ჩავხსნათ როუტერზე და დავტოვოთ მხოლოდ კომპთან მიერთებული კაბელი. გავიხსენოთ ლოკალური ქსელის აგება წინა სტატიიდან და ჩვენ ადვილად შევალთ როუტერის ინტერფეისში. ამასაც გაგახსენებთ: რადგან როუტერის მისამართი დეფოლტად 192.168.0.1–ია, კომპსაც უნდა მივანიჭოთ ამავე დიაპაზონიდან, იყოს 192.168.0.2 და მასკა ავტომატურად დაჯდება 255.255.255.0 . შემდეგ ავკრიფოთ რომელიმე ბრაუზერში admin და admin და გადაიშლება მწვანე სამყარო. შევიდეთ network–ში > wan–ში და შეერთების ტიპი დინამიურზე დავაყენოთ. აქ მეტი არაფერი გვსაქმება და, თუ როუტერის მისამართის შეცვლა გვინდა lan–ში გადავიდეთ, თუ არა – მაშინ პირდაპირ mac –ის კლონირებას შევუდგეთ. ეს აუცილებელია, რადგან ინტერნეტი შენი კომპის mac –ზე იქნება მიბმული. აქ იძულებული ვარ სურათი დავდო:

 

კავკასუსის ტელევიზია და ვაიფაი ინტერნეტი

 

 

1–ით აღნიშნულია კომპის მაკი, 2–ის დაკლიკებისა ზევით ჩაჯდება. 3–ის დაკლიკებისას როუტერს მიენიჭება. შემდეგ გადატვირთვას მოგთხოვს. იქვე გამოჩნდება გადატვირთვის ღილაკი, ან უბრალოდ გამორთე და ჩართე როუტერი. ახლა ინტერნეტის კაბელს თუ შევაერთებთ და კომპს გადავიყვანთ ავტომატურ IP–ს მიღებაზე, უკვე ინტერნეტი გვექნება კომპებში, მაგრამ არა ლეპტოპზე.

ლეპტოპისთვის ვაიფაის კონფიგი უნდა გავაკეთოდ. ისევ სურათი გვიშველის:

 

კავკასუსის ტელევიზია და ვაიფაი ინტერნეტი

 

 

აქ მხოლოდ სახელი შეიყვანეთ, დანარჩენს არ შეეხოთ.

შემდეგ უკვე ქსელის დაცვას მივხედოთ პაროლის საშუალებით. სულ ქვემოთ ჩამოშალეთ და სურათის მიხედვით დააკონფიგურეთ. გაითვალისწინეთ პაროლი 8 სიმბოლოზე მეტი უნდა იყოს. (ყოველი მოქმედების შემდეგ შენახვა და გადატვირთვა აუცილებელია. ) ესეც სურათი:

 

კავკასუსის ტელევიზია და ვაიფაი ინტერნეტი

 

 

კიდევ ბევრი რამის კონფიგი შეგვიძლია, მაგრამ მომავლისთვის გადავდოთ. ერთადერთი DHCP შეამოწმეთ. ჩართული უნდა იყოს. დადგა ნანატრი მომენტი: შევაერთოდ ინტერნეტის კაბელი ვან პორტში, ცოტა ხანი დაველოდოთ და ლეპტოპზე მოვძებნოთ ჩვენი ქსელი, ავკრიფოთ პაროლი და ამ ბლოგზე კომენტარი დავპოსტოდ.


Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO