ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)

ავტორი: admin თარიღი 8-06-2015, 17:36

მას შემდეგ, რაც ლოკალური ქსელი ავაწყვეთ და უკვე შევძელით ერთმანეთის კომპიუტერებში Public ფოლდერებში შესვლა, დროა ჩვეულებრივი ფოლდერებიც გავაზიაროთ.

პირველ რიგში კონტროლ პანელში მივძებნოთ Folder and search options და მოვუხსნათ თოლია Use Sharing Wizard-ს. (ეს შემდგომში დაგვჭირდება).

 

ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)

 

 

ახლა ავირჩიოთ ფოლდერი, ფაილი ან დისკი, რომლის გაზიარებაც გვინდა.

 

ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)

 

 

მაუსის მარჯვენა დაკლიკებით გამოვაჩინოთ კონტექსტური მენიუ და დავაკლიკოთ Share with-ს, გამოჩნდება Advanced sharing...-ი, ამასაც დავაკლიკოთ, გადავალთ ახალ ფანჯარაში.

სურათზე ეს და მომდევნო ფანჯარაა გახსნილი. ზემოთ მენიუში Sharing ავირჩიოთ და (1)-ით აღნიშნულს დავაკლიკოთ.

 

ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)

 

 

 

გაიხსნება მეორე ფანჯარა, თოლია მოვნიშნოთ და OK-ით დავუდასტუროთ. ამით ფოლდერის გაზიარების პირველი ნაწილი დამთავრებულია.

ახლა სხვა კომპის იუსერებს უნდა მივცეთ უფლება ამ ფოლდერში მოქმედებების ჩატარების. ჯერ სურათს დახედეთ და მერე გავარჩიოთ ყველაფერი. აქაც ერთ სურათზე რამდენიმე ფანჯარაა გახსნილი.

 

ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)

 

 

პირველი ფანჯარა იგივეა, სადაც ფაილები ფავაზიარეთ, მაგრამ ახლა Security-ს ვაკლიკებთ. გამოჩნდება ის იუზერები, რომლებთაც ამ ფოლდერთან აქვთ დაშვება. ჩვენ კი გვინდა სხვებიც დავუშვათ. ამისათვის იქვე Edit-ს ვაკლიკებთ და ახალ (2) ფანჯარაში გადავდივართ, აქ კი Add...-ს. კიდევ ახალი ფანჯარა გაიხსნება (Select Users and Groups). ამ პატარა ფანჯარაში დავაკლიკოთ Advansed... აღნიშნულია (3)-ით. ისევ ახალი ფანჯარა, რომელსაც იგივე სათაური აქვს (ნუ შეშინდებით, მალე დავამთავრებ). აქ კიდევ რამოდენიმე მოქმედებას ჩავატარებთ:

 

ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)


 

 

სურათზე (1)-ით მონიშნულ Find Now-ს ვაკლიკებთ და ქვემოთ იუზერების სია ჩამოიშლება. სადაც უამრავი ვარიანტიდან Everyone ამოვარჩიოთ (2) და დავეთანხმოთ (3).

ეს იუზერი გადაინაცვლებს გაზიარებული ფოლდერის მოქმედებაზე დაშვებული იუზერების სიაში. სურათი ნახეთ:

 

ფაილების გაზიარება ლოკალურ ქსელში(Win8)

 

 

თან ქვემოთ მისი უფლებებიც გამოჩნდება. თქვენს ნებაზეა დაუმატებთ თუ მოაკლებთ უფლებებს. მე Full control -ს ვაძლევ. სულ ეს არის. ახლა Public-ის გარდა, აქაც შეხვალთ.

(შენიშვნების და კომენტარების დამატება ნუ დაგეზარებათ, წერის ხალისი რომ არ გამიქრეს).


ტეგები: по, шаблоны

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO