პრინტერის და ფაილების გაზიარება

ავტორი: admin თარიღი 8-06-2015, 17:37

აქ განვიხილავ ფაილების და პრინტერის (არაქსელური) გაზიარებას ლოკალურ ქსელში. ვინდოუს XP–ზე მასალები უამრავია. მე გაჩვენებთ WIN8–ის მაგალითზე (გამოდგებაWIN7–ისთვისაც).

პირველ რიგში ქსელში მოთავსებული კომპები უნდა მოვაქციოთ ერთ სამუშაო ჯგუფში, ამისათვის შევდივართ დამატებით ფუნქციებში და სურათის მიხედვით ვირჩევთ კომპის სახელს და სამუშაო ჯგუფის სახელს:

 

პრინტერის და ფაილების გაზიარება

 

 

ამ მოქმედებას ვაკეთებთ ყველა კომპზე. ასევე შევდივართ ყველა კომპში ფაილების გაზიარების ცენტრში და ჩავრთავთ ყველას, გარდა პაროლისა. იმას პირიქით გამოვრთავთ. სურათზეა:

 

პრინტერის და ფაილების გაზიარება

 

 

ამ მოქმედებების შემდეგ ქსელში უნდა გამოჩნდეს ყველა კომპიუტერი.

 

პრინტერის და ფაილების გაზიარება

 

 

შენიშვნა: Workgroup და Homegroup ერთმანეთისგან განსხვავდება, Homegroup ძირითად კომპზე პაროლს შექმნის და სხვების მიერთებისას ეს პაროლი უნდა მიუთითო.

კომპები კი გამოჩნდა, მაგრამ შესვლას მხოლოდ Public დოკუმენტებში შევძლებთ. სხვა ფოლდერებში შესასვლელად ისინიც უნდა გავაზიაროთ და მომხმარებლები დავუშვათ. (ამას ცალკე დავწერ, ახლა სურათები არ მაქვს). პრინტერს კი ადვილად დავუკავშირდებით. ერთ–ერთ კომპზე მივაერთოდ პრინტერი, შევიდეთ მის თვისებებში და გავაზიაროთ. იკონკა შეიცვლება, ხაზზე დაჯდება. ახლა სხვა კომპიდან ქსელის საშუალებით შევიდეთ პრინტერიან კომპში და მოვძებნოთ ზიარი პრინტერი. სურათი ნახეთ:

 

პრინტერის და ფაილების გაზიარება

 

 

დავაკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და მიერთება მივცეთ. თუ დაიწყება დრაივერის დაყენება, დაველოდოთ. (თუ არ დააყენა, ხელით მოგვიწევს პრინტერის დრაივერების დაყენება) სურათსაც დახედეთ:

 

პრინტერის და ფაილების გაზიარება

 

ახლა შეგიძლით ბეჭდოთ, სანამ კატრიჯი გაგითავდებათ.

P.S. ზოგჯერ უცნაურობებიც ხდება: კომპები იპინგება, მაგრამ ქსელში ვერ ვხედავთ, მაშინ ცნობილ გზას უნდა მივმართოდ და ბრძანებათა ველიდან დავუკავშირდეთ კომპს Run> \\192.168.0.5 (აქ კომპის სახელიც შეიძლება, მაგრამ ასე ჯობს).


ტეგები: по, новости

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO