ორი როუტერის უკაბელო დაკავშირება (ე.წ. WDS)

ავტორი: admin თარიღი 22-05-2016, 16:19

დიდი ხანია ამ ბლოგზე ახალი სტატია არ ამიტვირთავს. ახლა დამჭირდა ვაი-ფაი ინტერნეტის გავრცელება როუტერიდან მოშორებით წერტილიდან. თქვენ მეტყვით, რა პრობლემაა, დადგი მეორე როუტერი, დააკავშირე პირველს კაბელით და ავრცელე რამდენიც გინდაო.საქმე კი იმაშია, რომ კაბელის გაჭიმვა არ გვინდა. სწორედ ამიტომ გამოვიყენე ე.წ.   WDS ფუნქცია, რომელიც ორ როუტერს უკაბელოდ ისე აკავშირენს, რომ პირველიდან მიღებულ ვაი-ფაი სიგნალს მეორეთი ავრცელებს კლიენტ ნოუთბუკებზე და სმარტფონებზე.
მოგახსენებთ, პრაქტიკულად  როგორ გავაკეთე ტპ-ლინკის როუტერებით. მართალია უამრავი ტუტორიალია ინტერნეტში, მაგრამ ქართულად და ყველა ნიუანსის გათვალისწინებით შევეცდები ჩემი გამოცდილების გაზიარებას.

 

ორი როუტერის უკაბელო დაკავშირება (ე.წ. WDS)

 


 

 დავხედოთ პირველ სურათს: გვაქვს ძირითადი (ორ-ანტენიანი) როუტერი, რომელშიც კაბელით შედის ინტერნეტი. მისი აიპი არის 10.0.0.1 და SSD   სახელი არის KOSHOGIO და   მეორე როუტერი სახელით teacher 2 , ხოლო აიპი 10.0.0.100.   

ორი როუტერის უკაბელო დაკავშირება (ე.წ. WDS)

 

   ამ როუტერების კონფიგურაციაში მთავარია, რომ არხი არის ფიქსირებული და უდრის 9-ს.  (არხი შეიძლება 1-13 დიაპაზონიდან ნებისმიერი დავაყენოთ). მეორე როუტერის კონფიგურაციაში მივაქციოთ ყურადღება, გამოყენებულია იგივე არხი და ჩართულია  WDS ფუნქცია. 

WDS ფუნქციის ჩასართავად შევდივართ მეორე როუტერის ვაიერლესის სეტინგებში და მოვნიშნავთ WDS-ს. მის ქვემოთ ჩავწერთ პირველი როუტერის სახელს (MAC  მისამართის ჩაწერა საჭირო არაა, თვითონ ჩაწერს) და მოვძებნით. 

 

ორი როუტერის უკაბელო დაკავშირება (ე.წ. WDS)

 


 

 გაიხსნება ახალი გვერდი. ამოვარჩევთ პირველი როუტერის სახელს და დავაკლიკებთ მიერთებას. დაბრუნდება ისევ პირველ გვერდზე, სადაც გარდა სახელისა,  გაჩნდება MAC  მისამართიც. ამის შემდეგ შევავსებთ ცარიელ ველებს. შევიყვანთ დაშიფრვის იგივე წესს და პირველი როუტერის პაროლს.

 

 

ორი როუტერის უკაბელო დაკავშირება (ე.წ. WDS)

 


 

 

მეორე როუტერზე ვაიერლეს სულ სხვა პაროლი შეიძლება ქონდეს. და ბოლოს მეორე როუტერზე გავთიშავთ DHCP-ს.

თუ ყველაფერი სწორად გავაკეთედ, მეორე როუტერი წავიღოთ 50-150 მ-ს მოშორებით, მივაერთოდ კვება (მეტი არაფერი) ავიღოთ ლეპტოპი მოვძებნოთ სახელი,  შევიყვანოთ პაროლი და შევიდეთ ფეისბუკზე.

ორი როუტერის უკაბელო დაკავშირება (ე.წ. WDS)

 

მე ამ სტატიით ვიხელმძღვანელე http://www.tp-link.com/kz/article-227.html   ესეც ინგლისური ვერსია http://www.tp-link.com/en/FAQ-227.html

 


Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO