virtual router-ით ინტერნეტის გაზიარება

ავტორი: admin თარიღი 15-08-2015, 15:43
virtual router-ით ინტერნეტის გაზიარება თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ არის ნიუანსები, რომელთა ცოდნის გარეშე არაფერი გამოგვივა.
მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ: პირველ რიგში ვნახოთ ვიდეოტუტორიალი, რომლის მიხედვითაც გავაკეთე




ამ ვიდეოშია გადმოსაწერი ლინკიც https://virtualrouter.codeplex.com/
გავაკეთე ამ ინსტრუქციით, მეორე ლეპტოპზე გამოჩნა ვირუალური ქსელის სახელი, მაგრამ ინტერნეტში არ შემიშვა. დამიწერა ლიმიტირებულიაო.
ახლა დავწერ რა შევცვალე, რომ ინტერნეტი მეორე ლეპტოპზეც მიმეღო.
1) პირველ ლეპტოპზე ინტერნეტს ვღებულობ მეზობელი სახლიდან ტპ ლინკის ადაპტერით http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=65629
რომლის ანტენაზე კოკაკოლას ქილაა ჩამოცმული სიგნალის ამრეკლად. (არის ინტერნეტში ტუტორიალები)
 2) ამ ინტერნეტს ვაზიარებ ისე როგორც ვიდეოშია, მაგრამ ვამატებ მონიშვნას
 

virtual router-ით ინტერნეტის გაზიარება

 3) ვირტუალური ქსელის ადაპტერს (ანუ ვირტუალურ როუტერს) ვუცვლი IP მისამართს ( განსხვავებულს ნამდვილი როუტერისაგან 192.168.0.1) ვანიჭებ IP-ს 192.168.1.1 როგორც სურათზეა, აქ მეტი არაფერი არ უნდა ჩანდეს.

 

virtual router-ით ინტერნეტის გაზიარება

 

პირველ კომპიუტერზე საქმე მოთავებულია: გვაქვს ინტერნეტის გამავრცელებელი ვირტუალური ვაიფაი როუტერი, რომელიც ინტერნეტს იღებს ტპ-ლინკის ადაპტერით, რომელიც თავის მხრივ მეზობლიდან იღებს ინტერნეტს.

virtual router-ით ინტერნეტის გაზიარება

 


 

ახლა გადავიდეთ მეორე ლეპტოპზე, რომელზეც ინტერნეტში ვერ შევდიოდით. აქ სასურველია IP სტატიკურად გავუწეროთ. პირდაპირ სურათს დავდებ

 

virtual router-ით ინტერნეტის გაზიარება

 

P.S. ალბათ ამ სტატიას არასოდეს დავწერდი, სოფლებში ინტერნეტი პრობლემა რომ არ ყოფილიყო.

 

და კიდევ, ვირტუალურმა ადაპტერმა საკუთარი  IP ჩართვისას შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მეორე ლეპტოპზეც შესაბამისი კონფიგი უნდა გავწეროთ.


Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO