ლოკალური ქსელი

ავტორი: admin თარიღი 8-06-2015, 17:37
   სახლის პირობებში ლოკალური ქსელის შექმნა უკვე აქტუალური გახდა, რადგან მომრავლდა ოჯახები სადაც ორი და მეტი კომპიუტერი იშვიათობა აღარ არის. ხშირად მთელი საოჯახო ალბომი ერთ კომპიუტერშია, ჩვენ კი გვინდა, რომ ის ნოუთბუკშიც გადავიტანოთ, ან გადატანის გარეშე ნოუთბუკიდან დავათვალიეროთ. აქ ლოკალური ქსელი შეუცვლელია. კიდევ უფრო გამოსადეგია ის ქსელური თამაშებისათვის და ა.შ.
  ჯერ განვიხილოთ დესკტოპის მაგალითზე; ანუ გვაქვს როუტერი და ორი კომპი.
 

ლოკალური ქსელი

 

სურ.1

სურათზე ყველაფერი ნათლად ჩანს: სამივე მოწყობილობა ერთ ქვექსელშია და მათი IP მისამართები განსხვავებულია (იგულისხმება ბოლო ჯგუფი, რომელიც 1–254 –ის ფარგლებშია). მასკა ავტომატურად მიენიჭება 255.255.255.0. ორივე კომპის კარიბჭე (Gatewey ) უნდა იყოს 192.168.0.1 ანუ როუტერის შიგა IP. თუ ინტერნეტში გასვლას არ ვაპირებთ ლოკალური ქსელისთვის DNS-ები გაწერა არაა საჭირო.

როდესაც მოვრჩებით ქსელის ფიზიკურად დაკავშირებას, საჭიროა შევამოწმოთ ეს კავშირები პროგრამულად, ამისათვის ვიყენებთ „პინგს". რაც ნიშნავს რაიმე სიგნალის გაგზავნას და უკან მიღებას. ეს ხდება ბრძანებათა ველიდან Run>cmd>ping 192.168.0.1 ჯერ იპინგება როუტერი. დადებითი პასუხის შემთხვევაში კომპების ურთიერთ დაპინგვა ხდება.

დადებითი პინგი ასე გამოიყურება:

 

ლოკალური ქსელი

 

 

სურ.2

ანუ გაგზავნილია 4 სიგნალი და მიღებული 4–ვე.

ახლა უკვე შეგვიძლია ფაილების გაზიარება. ვინდოუსის სხვადასხვა ვერსიებზე ოდნავ განსხვავდება. ამ საკითხს შემდეგ პოსტში განვიხილავ.

მანამდე ორი სიტყვით კაბელის შესახებ მოგახსენებთ. როდესაც კომპი სვიჩს ან როუტერს უკავშირდება, კაბელის ბოლოები ერთნაირადაა დაჯეკილი, ხოლო თუ კომპები პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს, მაშინ დაჯეკვა ხდება ჯვარედინად. (შესაბამისი კაბელები ყველა კომპის მაღაზიაში იყიდება. არც დაჯეკვაა ძნელი, თუ სპეციალური ბრტყელტუჩა გაქვთ).

ლოკალურ ქსელში კომპები როუტერს "ლან" პორტებში უერთდება

თუ დააკვირდებით პირველ სურათს, დაინახავთ მწვანე წერტილებს, რაც ნიშნავს, რომ ქსელი სწორადაა აწყობილი. სურათი აღებულია ცისკოს სიმულატორიდან (გადმოსაწერ ლინკს გუგლში იპოვით), სადაც ყველა პარამეტრი სწორად უნდა შეიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქსელი არ იმუშავებს(ვირტუალურად).


ტეგები: ლოკალური ქსელები

Copyright © 2013 Energy All rights reserved | Design by KOSHOGIO